Accessibility links

დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების დათვლა გრძელდება


დიდ ბრიტანეთში გუშინდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმებს ითვლიან. ბიბისის ინფორმაციით, ამ დროისთვის 650 ადგილიდან 597 უკვე განაწილებულია. კონსერვატორებმა მოიპოვეს 285, ლეიბორისტებმა - 235 და ლიბერალ-დემოკრატებმა - 50. ეგზიტ პოლის მიხედვით, ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს პარლამენტში იმდენ მანდატს, რომ სრულ გამარჯვებას მიაღწიოს, თუმცა, ხმების დათვლის დასრულებამდე ისე ჩანს, რომ ყველაზე მეტ წარმატებას კონსერვატორებმა მიაღწიეს.
XS
SM
MD
LG