Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის დახმარებაზე იმსჯელებენ


აშშ ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაიტნერი დღეს დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებთან საბერძნეთისთვის დახმარების გზებზე იმსჯელებს. აშშ, ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და იაპონიის ფინანსთა მინისტრები სატელეფონო თათბირს გამართავენ. სსფ საბერძნეთს 30 მილიარდ ევროს დაპირდა, ევროკავშირის ქვეყნები 80 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს. აქციების ფასები საბერძნეთში არსებული ვითარებისა და ბუნდოვანი პროგნოზის გამო კვლავ ეცემა.
XS
SM
MD
LG