Accessibility links

logo-print

აშშ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი თბილისში შეხვედრებს მართავს


თბილისში იმყოფება აშშ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი. რობერტ მიულერი გუშინ ეწვია თბილისს. პირველ შეხვედრას მართავს ვანო მერაბიშვილთან. ძალიან ზოგადი ინფორმაცია ვრცელდება მიულერის ვიზიტის მიზნების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი შეხვდება იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილსაც. რობერტ მიულერი დღეს საღამოს დატოვებს თბილისს. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 2005 წელს დანიშნა.
XS
SM
MD
LG