Accessibility links

ჩინეთის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების განახლებას ემხრობა


ჩინეთის მედიის ცნობით, ფხენიანი მზად არის დაუბრუნდეს საერთაშორისო მოლაპარაკებებს მისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტის საკითხზე. ეს მზადყოფნა, როგორც იუწყებიან, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩონ ირმა გამოთქვა მიმდინარე კვირაში პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსთან შეხვედრის დროს. ვიზიტი ორშაბათს დაიწყო და გასაიდუმლოებული იყო. ფხენიანი ამ ერთი წლის წინ გამოეთიშა განიარაღების შესახებ მოლაპარაკებებს, შემდეგ კი ბირთვული გამოცდა ჩაატარა, რასაც მის წინააღმდეგ გაეროს სანქციების გამკაცრება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG