Accessibility links

logo-print

ყირგიზეთი დამხობილი პრეზიდენტის ექსტრადიციას მოითხოვს


ყირგიზეთის დროებითი მთავრობის განცხადებით, მან დამხობილ პრეზიდენტ ბაკიევის ექსტრადიციის შესახებ ოფიციალური თხოვნით მიმართა ბელორუსიას. დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილე, აზიმბეკ ბეკნაზაროვის განცხადებით, ექსტრადიციის თხოვნა უკვე გადაეცა მინსკს. ყურმანებკ ბაკიევმა ბელორუსიას შეაფარა თავი მას შემდეგ, რაც ყირგიზეთიდან გაიქცა მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. ყირგიზეთის დროებითი მთავრობა მას აკისრებს პასუხისმგებლობას ძალადობისთვის, რომელსაც 85 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დამხობილ პრეზიდენტს სამართლებრივი იმუნიტეტი მოუხსნეს.
XS
SM
MD
LG