Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გაათავისუფლა მეკობრეები, რომლებიც სომალის სანაპიროსთან შეიპყრო


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გათავისუფლებული არიან სომალელი მეკობრეები, რომლებიც სამხედრო-საზღვაო ძალებმა შეიპყრეს ადენის ყურეში მას შემდეგ, რაც მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს რუსეთის კუთვნილი ნავთობის ტანკერი. სამინისტროს პრეს-მდივნის განმარტებით, მეკობრეები იმის გამო გაუშვეს, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მათს გასასამართლებლად. მეკობრეები იარაღის და სანავიგაციო აღჭურვილობის გარეშე გაუშვეს ერთ-ერთი ნავით, რომელიც მათ ტანკერზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. მანამდე, რუს გამომძიებლებს ნათქვამი ჰქონდათ, რომ ათ დაკავებულ მეკობრეს მოსკოვში ჩაიყვანდნენ მათთვის ბრალდებების წასაყენებლად.
XS
SM
MD
LG