Accessibility links

logo-print

ნატო საქართველოს წვლილს აფასებს


ნატოს სამხედრო კომიტეტი მიესალმება საქართველოს წვლილს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში, რაც ბოლო ეტაპზე ჰელმანდის პროვინციაში დაახლოებით 750 ჯარისკაცის გაგზავნით გამოიხატა. ამ ნაბიჯით საქართველო სამშვიდობო მისიაში მეორე უმსხვილესი წვლილის შემტანი გახდა ალიანსის პარტნიორებს შორის. ეს ფაქტი საგანგებოდ აღინიშნა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებათა წარმომადგენლების 2-დღიან შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში 5-6 მაისს მიმდინარეობდა. საქართველოს მხარეს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე წარმოადგენდა. განიხილებოდა ნატოს მხრიდან შემდგომი დახმარების პერსპექტივები საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირებისა და რეფორმირების პროცესში.
XS
SM
MD
LG