Accessibility links

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა თბილისი დატოვა


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა თბილისი 7 მაისს შუადღისას დატოვა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რობერტ მიულერმა შეხვედრები გამართა საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან. ”შეხვედრების დროს განიხილებოდა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში. ქართული მხარე კმაყოფილია შეხვედრების მიმდინარეობით და შედეგებით”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში. სხვა დეტალები არ კონკრეტდება. თუმცა, როგორც სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნავს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, მიულერის ვიზიტი დიდწილად უკავშირდებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომლებიც უკონტროლობის გამო ”შავ ხვრელებს” წარმოადგენს. თავად აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს რობერტ მიულერს კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG