Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში კონსერვატორებს ლიბერალ-დემოკრატებთან მმართველი კოალიციის შექმნა სურთ


ბრიტანეთში ოპოზიციონერი კონსერვატორების განცხადებით, ისინი შეეცდებიან ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიასთან შეთანხმებას სამთავრობო კოალიციის შექმნაზე. 6 მაისის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებს ყველაზე მეტი ხმა ერგოთ, მაგრამ არასაკმარისი პარლამენტის ქვედა, 650-ადგილიან პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად. არჩევნების საბოლოო შედეგებით, მემარჯვენე-ცენტრისტულ კონსერვატიულ პარტიას 306 მანდატი ერგო, მათ მოჰყვებიან ლეიბორისტები 258 მანდატით, მესამეზეა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც 57 მანდატი მოიპოვა. კონსერვატორების ლიდერ დევიდ კამერონის განცხადებით, ის მზად არის, განიხილოს უმცირესობის მთავრობის შექმნის შესაძლებლობა, თუმცა, აპირებს, ლიბერალ-დემოკრატებს შესთავაზოს კოალიციური მთავრობის შექმნა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნიც აპირებს ლიბერალ-დემოკრატებთან კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებას, თუ წარუმატებლად დასრულდება კონსერვატორებთან მათი კონსულტაცია.
XS
SM
MD
LG