Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პარლამენტმა საბერძნეთის დასახმარებლად განკუთვნილი დახმარება დაამტკიცა


გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საბერძნეთისთვის განკუთვნილ დახმარებაში გერმანიის წილის გადახდას. გერმანია 22,4 მილიარდ ევროს გაიღებს, რაც ყველაზე დიდი წილია კრედიტების პაკეტში, რომელიც 110 მილიარდ ევროს მოიცავს და ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მზადდება საბერძნეთის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. გერმანიის პარლამენტის ზედა პალატაში კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც დღესვე, უფრო ადრე, საბერძნეთისთვის განკუთვნილი დახმარება დაამტკიცა ქვედა პალატამ. ბრიუსელში კი იმართება ევროზონის წევრი 16 ქვეყნის ლიდერების შეხვედრა კრედიტების საკითხზე საბოლოოდ შესათანხმებლად. ამასობაში, ბევრი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ეს ზომა შესაძლოა, საკმარისი არ იყოს ვალებით გამოწვეული კრიზისის გავრცელების შესაჩერებლად.
XS
SM
MD
LG