Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვატიკანში შეხვდა რომის პაპს ბენედიქტე XVI–ს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვატიკანში შეხვდა რომის პაპს ბენედიქტე XVI–ს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვატიკანში შეხვდა რომის პაპს ბენედიქტე XVI–ს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. პრესსპიკერის განცხადებით, ბენედიქტე XVI–მ და მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს: საუბარი შეეხო საქართველოსა და ვატიკანს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს, ისაუბრეს აგრეთვე კათოლიკურ სამყაროსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რომის პაპმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ქრისტიანულ სამყაროში. საქართველოს პრეზიდენტმა კი, თავის მხრივ, ისაუბრა ქართველი კათოლიკეების როლზე საქართველოს ისტორიაში.
XS
SM
MD
LG