Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა


ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა
ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა
ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის დროს, ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის”, ასევე ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და მათს ოპონენტებს შორის გაჩენილი უთანხმოება გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში, რომლის დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის პრეზიდენტს დავით აქუბარდიას და ტელეკომპანიის თანამშრომლებს. ფიზიკური შეხლა-შემოხლა გაიმართა როგორც ტელეკომპანიის წინ, ისე თავად საეთერო სტუდიაში. ტელეწამყვანმა საპატრულო პოლიცია პირდაპირი ეთერის მეშვეობით გამოიძახა. ფიზიკური დაპირისპირების აღკვეთა მხოლოდ პოლიციის ჩარევის შედეგად მოხერხდა. ამის შემდეგ ტელესტუდიაში ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მომხდარის შესახებ დისკუსია გამართეს.
XS
SM
MD
LG