Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები კვირას შეიკრიბებიან ევროს „სტაბილიზაციის ფონდზე“ მოსალაპარაკებლად


ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები კვირას შეიკრიბებიან ფონდის შესაქმნელად, რომლის მეშვეობითაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული ევროს კიდევ უფრო დასუსტება. საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ორშაბათამდე უკვე იარსებებს მექანიზმი ევროს დასაცავად. ევროს სტაბილიზაციის ფონდის შესახებ ამ განცხადებით სარკოზი გამოვიდა მას შემდეგ, რაც ევროზონის 16 წევრი ქვეყნის ლიდერები გუშინ საღამოს ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა შეთანხმებისთვის მიეღწიათ ზომებზე, რომელთა მეშვეობითაც გლობალურ საფინანსო ბაზრებს დაარწმუნებენ, რომ საბერძნეთში ვალებით გამოწვეული კრიზისი ევროზონის სხვა, ეკონომიკურად შედარებით სუსტ წევრებშიც არ განმეორდება.
XS
SM
MD
LG