Accessibility links

ვულკანური ფერფლის ღრუბლის გამო ესპანეთისა და პორტუგალიის აეროპორტების ნაწილი დაიხურა


ესპანეთსა და პორტუგალიას დღეს აეროპორტების ნაწილის დახურვა მოუხდათ ისლანდიაში ვულკანიდან ამოფრქვეული ფერფლის ღრუბლის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის ჩრდილოეთში 15 აეროპორტი დაიხურა, პორტუგალიამ კი 104 რეისი გააუქმა ლისაბონში, პორტოსა და ფაროში. ავიაკომპანიებს რეისების მარშრუტების შეცვლა უწევთ ფერფლის ღრუბლისათვის გვერდის ასაქცევად. ისლანდიის შესაბამისმა უწყებამ პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანამხად, ისევ იმატა ვულკანიდან ფერფლის ამოფრქვევის ინტენსიურობამ.
XS
SM
MD
LG