Accessibility links

logo-print

წყალდიდობებმა და მეწყრებმა ტაჯიკეთში 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


ტაჯიკეთში 21-მდე გაიზარდა წყალდიდობებისა და მეწყრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაღუპულებს შორის ათი ბავშვია. საგანგებო სამსახურის პრეს-მდივნის, დისტმუროდ ზაბიროვის განცხადებით, 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება, დაზიანებულია 1500 საცხოვრებელი ერთეული. წყალდიდობები და მეწყრები სამხრეთ-აღმოსავლეთ ტაჯიკეთში პარასკევს დაწყებულ ძლიერ წვიმებს მოჰყვა.
XS
SM
MD
LG