Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა პოლონეთის მხარეს გადასცა კატინის საქმის 67 ტომი


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პოლონეთის მხარეს გადასცა 1940 წელს კატინში პოლონელი ოფიცრების დახვრეტასთან დაკავშირებული მასალები, როგორც იუწყებიან, 67 ტომი. ეს მოხდა მოსკოვში მედვედევის და პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ბრონისლავ კომოროვსკის შეხვედრის დროს. მედვედევის განცხადებით, კატინის საქმის გასაიდუმლოებისთვის ბოლოს მოღებისაკენ მიმართული სამუშაო კიდევ გაგრძელდება. 1940 წლის გაზაფხულზე კატინის ტყეში და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ადგილას 20 000-ზე მეტი პოლონელი დახვრიტეს. მოსკოვი ათწლეულების მანძილზე უარყოფდა პასუხისმგებლობას.
XS
SM
MD
LG