Accessibility links

logo-print

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში თბილისის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართება


დღეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს გიგი უგულავას, ირაკლი ალასანიას, გიორგი ჭანტურიას, ზვიად ძიძიგურსა და გოგი თოფაძეს შორის დებატები გაიმართება. დებატები კვალიფიციური პარტიებისა და ბლოკების მიერ წარდგენილი ხუთი კანდიდატის მონაწილეობით “საზოგადოებრვი მაუწყებელის” ეთერით 21.00 საათზე იწყება. დებატები ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “სამოქალაქო საზოგადოებისა და არჩევნების ხელშეწყობის” პროექტის ფარგლებში ტარდება. როგორც იუწყებიან, დებატები საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში 8 და 9 მაისს გადაიცემა - 9 მაისსაც 21:00 საათზე. დებატებში მონაწილეობის მისაღებად ყველა დარეგისტრირებული კანდიდატია მიწვეული. 9 მაისს დებატებში მონაწილეობის საშუალება მიეცემა თბილისის მერობის დანარჩენ ოთხ კანდიდატს - გიორგი ლაღიძეს, ნიკა ივანიშვილს, თამაზ ვაშაძეს და დავით იაკობიძეს.
XS
SM
MD
LG