Accessibility links

logo-print

ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ახალი ღვინის ფესტივალი" გაიხსნა


ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ახალი ღვინის ფესტივალი" გაიხსნა

ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ახალი ღვინის ფესტივალი" გაიხსნა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებული „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიხსნა. როგორც ‘’ღვინის კლუბის’’ პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ განაცხადა, ფესტივალში არა მარტო ღვინის კომპანიები და მცირე მარნები, არამედ ოჯახებიც მონაწილეობენ, რომელთა ღვინოები „ღვინის კლუბმა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ საქართველოს თითქმის ყველა ტრადიციულ მეღვინეობის მხარეში შეაგროვა. ოჯახური მარნებიდან ღვინოები სპეციალური დეგუსტაციით შეირჩა.

‘’ღვინის კლუბის’’ პრეზიდენტის განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქართული ვაზის იშვიათ ჯიშებზე, რომელთა მიმართაც, ბოლო წლების ტენდენციით, სულ უფრო იზრდება ინტერესი. ღვინის მოყვარულებს საშუალება მიეცათ, დააგემოვნონ ახალი, ანუ 2009 წლის მოსავლის ღვინოები როგორებიცაა: „საფერავი“, „რქაწითელი“, „თავკვერი“, „ჩინური“, „ალადასტური“, „საკმიელა“, „ციცქა“, „ცოლიკოური“, „ჩხავერი”, „უსახელოური“, „ოცხანური საფერე“, „კრახუნა“, „ქისი“, „ხიხვი“, „ალექსანდროული“ და ა.შ. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია ცნობილი საერთაშორისო ჯიშებისგან დამზადებული ბოლო მოსავლის ღვინოებიც’’.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ახალი ღვინის ფესტივალი“ 11:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათამდე გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG