Accessibility links

logo-print

სარკოზიმ და ბერლუსკონიმ მოსკოვში ვიზიტი გააუქმეს ევროზონაში კრიზისთან დაკავშირებით


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ რუსეთში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს ევროპაში საფინანსო კრიზისის გამო. მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს განცხადებით, ევროზონაში საფინანსო კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტი კვირას საფრანგეთში უნდა დარჩეს შეხვედრების გასამართად. ამავე განცხადებით, მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე, საფრანგეთი მოსკოვში საფრანგეთის ელჩით იქნება წარმოდგენილი. ჯერ არ გაკეთებულა განცხადება იმის თაობაზე, თუ ვინ შეცვლის 9 მაისს მოსკოვის საზეიმო ღონისძიებებზე სილვიო ბერლუსკონის.
XS
SM
MD
LG