Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აგებენ ქუთაისში აფეთქებული „დიდების მემორიალის“ მსგავს, შედარებით მომცრო მონუმენტს


რუსეთში პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი საბჭოთა ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის დაწყებაში. პუტინი მოსკოვში, „პაკლონნაია გარაზე“ პირველი სიმბოლური ქვის დადების ცერემონიაში მონაწილეობდა, ისევე როგორც, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი. მოსკოვში ამ მონუმენტის აღმართვის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც 2009 წლის დეკემბერში ქუთაისში „დიდების მემორიალი“ დაანგრიეს. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, მემორიალის მშენებლობა მთლიანად შემოწირულობებით განხორციელდება. დღესვე პუტინი ბურჯანაძეს - “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერს შეხვდა.
XS
SM
MD
LG