Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სამხედრო აღლუმით აღნიშნეს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 65-ე წლისთავი


მოსკოვში, წითელ მოედანზე, გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელიც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 65-ე წლისთავს მიეძღვნა. რუსეთის შეიარაღებული ძალების 11,5 ათას სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, აღლუმში მონაწილეობა მიიღეს უცხოეთის 13 ქვეყნის ჯარისკაცებმაც, მათ შორის ნატოს წევრი სახელმწიფოების - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა. აღლუმის დაწყებამდე სიტყვა წარმოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომლის თქმით, არასოდეს მიეცემა დავიწყებას დიდი სამამულო ომის მონაწილეთა საგმირო საქმეები. აღლუმს არაერთი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ. თუმცა, მოსკოვში ჩასვლაზე ბოლო მომენტში უარი განაცხადეს დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებმა, გორდონ ბრაუნმა და სილვიო ბერლუსკონიმ, აგრეთვე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომლებმაც ამის მიზეზად საბერძნეთის საფინანსო კრიზისთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეხვედრები დაასახელეს. დაესწრეთა შორის იყვნენ საქართველოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელმძღვანელები ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაგაფში. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 65-ე წლისთავი 8 მაისს აღნიშნეს.
XS
SM
MD
LG