Accessibility links

logo-print

პალესტინელების განცხადებით, დაწყებულია არაპირდაპირი მოლაპარაკება ისრაელთან


პალესტინელების მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელსა და პალესტინელებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკება დაიწყო. ეს განცხადება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რამალაჰში გააკეთა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პალესტინელების დელეგაციის ხელმძღვანელმა, საებ ერეკატმა. მანამდე ის შეხვდა შეერთებული შტატების წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის საკითხებში, ჯორჯ მიჩელს, რომელიც არაპირდაპირ მოლაპარაკებებში შუამავლის ფუნქციას ასრულებს, და პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს. დღესვე, უფრო ადრე, ისრაელის პერმიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში გამოვიდა მოწოდებით, რომ არაპირდაპირ მოლაპარაკებას შეერთებული შტატების შუამავლობით მალე მოჰყვეს პირისპირ კონტაქტები. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ შაბათს დაამტკიცა ისრაელთან არაპირდაპირი მოლაპარაკების გეგმა და ამით გზა გაუხსნა მოლაპარაკების განახლებას 18-თვიანი პაუზის შემდეგ.
XS
SM
MD
LG