Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში იძიებენ ამ ქვეყანაში მყოფ პირთა შესაძლო კავშირს ნიუ-იორკში აფეთქების მოწყობის მცდელობასთან


პაკისტანის განცხადებით, გამოიძიებენ შესაძლო კავშირს პაკისტანში მოქმედ ექსტრემისტებსა და მამაკაცს შორის, რომელმაც ნიუ-იორკში, ტაიმს სკვერზე ავტომანქანის აფეთქება სცადა. აფეთქების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილმა ფაიზალ შაჰზადმა ამერიკელ გამომძიებლებს უთხრა, რომ მომზადება გაიარა პაკისტანში მდებარე ვაზირისტანში. საქმე ეხება რეგიონს, რომელშიც ალ-ყაიდა და პაკისტანელი თალიბები აქტიურობენ. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრ რეჰმან მალიკის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა გამოძიების ჩატარების ოფიციალური თხოვნით მიმართა ისლამაბადს. მალიკიმ განაცხადა ასევე, რომ მარტო პაკისტანელ გამომძიებლებს მიეცემათ შაჰზადის ნათესავების თუ ნაცნობების დაკითხვის უფლება. შეერთებული შტატების მოქალაქე, პაკისტანში დაბადებული შაჰზადი მთავარი ეჭვმიტანილია 1 მაისს ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცედლობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG