Accessibility links

კოსტა რიკაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა


კოსტა რიკაში ახალი პრეზიდენტის, ლაურა ჩინჩილიას ინაუგურაცია გაიმართა. ჩინჩილია ამ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ქალია. სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტზე მან შეცვალა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ოსკარ არიასი, რომელიც ორი ვადით იყო კოსტა-რიკის პრეზიდენტი. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო, კიდევ 55 სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად.
XS
SM
MD
LG