Accessibility links

logo-print

ცნობების თანახმად, ირანში სიკვდილით დასაჯეს ხუთი ადამიანი ტერაქტებში ბრალდების საფუძველზე


გავრცელებული ინფორმაციით, ირანში ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი ჩამოახრჩეს „ტერორისტული აქტების“ სერიის მოწყობაში ბრალდების საფუძველზე. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "ირნა" როგორც იუწყება, თეირანის პროკურატურამ განაცხადა, რომ ხუთი პირი „ანტირევოლუციური ჯგუფების" წევრი იყო, სიკვდილმისჯილი ირანის რამდენიმე ქალაქში „ტერორისტული აქტების“ განხორციელების გამო. "ირნას" ინფორმაციაში ჩამოხრჩობილების ვინაობაც არის დასახელებული. ოთხი მათგანი ირანის ქურთულ უმცირესობას მიეკუთვნებოდა.
XS
SM
MD
LG