Accessibility links

აშშ-ის განცხადებით, ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობაში პაკისტანელი თალიბების ხელი ურევია


შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორ ერიკ ჰოლდერის განცხადებით, ნიუ-იორკში, ტაიმს სკვერზე დანაღმული ავტომანქანის აფეთქების მცდელობაში პაკისტანელი თალიბების ხელი ურევია. როგორც ჰოლდერმა ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში განაცხადა, პროკურატურას ხელთ აქვს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ იერიშის უკან პაკისტანელი თალიბები იდგნენ. ჰოლდერის თქმით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პაკისტანის მთავრობა საქმის კურსში იყო, რომ ამერიკელი მოქალაქე, პაკისტანში დაბადებული ფაიზალ შაჰზადი თავდასხმის მოწყობას აპირებდა. შაჰზადი გასული კვირის ორშაბათს დააპატიმრეს - ორ დღეში მას შემდეგ, რაც, ოფიციალური პირების ინფორმაციით, მან დანაღმული ავტომანქანა გააჩერა ტაიმს სკვერზე ნიუ-იორკში.
XS
SM
MD
LG