Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ორი წამყვანი ოპოზიციური პარტია შესაძლო კოალიციის შესახებ მოლაპარაკებას მართავს


ბრიტანეთის ორი წამყვანი ოპოზიციური პარტია მოლაპარაკებას მართავს მას შემდეგ, რაც 6 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა საპარლამენტო მანდატების ნახევარზე მეტი. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელი კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების დელეგაციები შეხვედრაზე მსჯელობენ მმართველი კოალიციის შექმნის საკითხზე, თუმცა, შეთანხმება ორშაბათამდე არ არის მოსალოდნელი. არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის დამარცხების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით კვლავინდებურად ამ პარტიის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის მთავრობა განაგრძობს მუშაობას. პარტიების ლიდერები ცდილობენ კოალიციაზე მოლაპარაკების დასრულებას ორშაბათს საფინანსო ბაზრების გახსნამდე. კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელ დევიდ კამერონის განცხადებით, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ის მზად არის გაუძღვეს კონსერვატიული უმცირესობის მთავრობას, რომელსაც მომცრო პარტიების მხარდაჭერა დასჭირდებოდა.
XS
SM
MD
LG