Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას კოალიციის შექმნაზე


ბრიტანელი კონსერვატორების განცხადებით, დღეს „კარგი დისკუსია“ გაიმართა ლიბერალ-დემოკრატებთან, მაგრამ მხარეებმა ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას კოალიციური მთავრობის შექმნაზე და ისევ აპირებენ მოლაპარაკებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში. 6 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, დევიდ კამერონის კონსერვატიულ პარტიას ერგო ყველაზე მეტი მანდატი, თუმცა, არასაკმარისი რაოდენობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რის გამოც კონსერვატორები არჩევნებში მესამე ადგილზე გასულ პარტიასთან, ნიკ კლეგის ლიბერალ-დეოკრატებთან კოალიციის შექმნას ცდილობენ. მეორე ადგილი ერგო პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის ლეიბორისტულ პარტიას. ბრაუნი მთავრობის მეთაურის პოსტზე რჩება, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის რანგში. ის მზად არის, შესაძლო კოალიციაზე მოელაპარაკოს ლიბერალ-დემოკრატებს, თუკი ისინი კონსერვატორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
XS
SM
MD
LG