Accessibility links

ფილიპინებში არჩევნები ძალადობის ფონზე მიმდინარეობს


ფილიპინებში ადგილობრივი და ნაციონალური არჩევნები ერთი საათით გახანგრძლივდა, რადგან უზარმაზარი რიგების გამო მოქალაქეების დიდი ნაწილი ხმის მიცემას ვერ ახერხებს. ქვეყნის სამხრეთში არჩევნებთან დაკავშირებულ დაპირისპირებას 6 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. წინასწარი გამოკითხვით საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს ბენინო აკინო, ყოფილი პრეზიდენტის, კორასონ აკინოს ვაჟი. ექსპერტების შეფასებით გამარჯვების შანსი ასევე აქვს ყოფილ პრეზიდენტ ჯოზეფ ესტრადას.

XS
SM
MD
LG