Accessibility links

logo-print

ციმბირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა


რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნახშირის მაღაროში მეთანის გაზის ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით უცნობია 60 ადამიანის ბედი, რომლებიც ჯერაც მიწისქვეშ არიან დარჩენილნი. აფეთქებები შაბათს მოხდა ციმბირის კემეროვოს რეგიონის რასპადსკაიას მაღაროში. სამაშველო ოპერაციები ახლაც გრძელდება.

XS
SM
MD
LG