Accessibility links

logo-print

“კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულებს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს და ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას. მეორე - 239-ე ხულიგნობის მუხლი, რაც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას. სასამართლოში მყოფი “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები და სასულიერო პირები, ასევე, დაკავებულების ახლობლები აპრიტესტებენ მოსამართლის გადაყვეტილებას და აღნიშნავენ, რომ დაკავებულების წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. “ინტერპრესნიუსს” “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებმა განუცხადეს, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, საიდანაც დასტურდება ტელეკომპანია “კავკასიის” თანამშრომლების ბრალეულობა. ისინი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია “კავკასიის” წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.
XS
SM
MD
LG