Accessibility links

რუსეთში მაღაროში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა


31-მდე გაიზარდა რუსეთის კემეროვოს ოლქში მდებარე მაღაროში მომხდარი 2 აფეთქების შედეგად დაღუპული მაღაროელებისა და მაშველების რაოდენობა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, მაღაროში დარჩენილი ადამიანების მოსაძიებლად მაშველებს დღენახევარი აქვთ, რადგან ამ ტერიტორიაზე დრენაჟის სისტემაა დაზიანებული და წყლის დონე სულ უფრო იმატებს. რუსეთის უდიდეს მაღაროში ოთხსაათიანი ინტერვალით 2 აფეთქება 8 მაისს, ღამით მოხდა. ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს ჟურნალისტებს აცნობეს, რომ მაღაროში მეთანის მაჩვენებელი ნორმას არ აღემატებოდა, ამიტომ აფეთქების კონკრეტულ მიზეზზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
XS
SM
MD
LG