Accessibility links

logo-print

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უარყო მამისონის უღელტეხილზე რუსული საგუშაგოს გახსნა


საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უარყო, რომ მამისონის უღელტეხილზე, ყოფილ მეტეოსადგურში რუსმა მესაზღვრეებმა საგუშაგო გახსნეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა ბოჭორიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ამ პუნქტამდე ქართველი მესაზღვრეები დიდთოვლობის გამო ვერ მიდიან, თუმცა, სასაზღვრო პოლიცია ვითარებას აკვირდება და იცის, რომ ყოფილ მეტეოსადგურში ამჟამად არავინ იმყოფება. ბოჭორიშვილის თქმით, თოვლის დნობისთანავე ქართველი მესაზღვრეები სადგურის ტერიტორიაზე ავლენ და ვითარებას ადგილზე გააკონტროლებენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამისონის უღელტეხილზე მდებარე ყოფილ მეტეოსადგურში სასაზღვრო საგუშაგო გაიხსნა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ჩრდილოეთ ოსეთის განყოფილებამ 8 მაისს გაავრცელა. ამ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სოლოდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამისონზე რუსეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვრის მონაკვეთს უკვე რუსი მესაზღვრეები იცავენ.
XS
SM
MD
LG