Accessibility links

ევროს გადარჩენისკენ მიმართული პაკეტი დადებითად ფასდება


ოფიციალური პირები დადებითად შეხვდნენ გეგმას, რომელმაც ევროპაში სამთავრობო დავალიანების კრიზისის გავრცელება უნდა შეაჩეროს. დახმარება სესხებისგან და გარანტიებისგან შედგება, და 1 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მოიცავს. გეგმის შესახებ შეთანხმებას წუხელ ბრიუსელში მიაღწიეს ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. დახმარება დახარჯული იქნება ევროს მოქმედების ზონის ქვეყნებზე, რომლებსაც საბერძნეთის მსგავსი ფინანსური პრობლემები აქვთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი, დომინიკ სტრაუს-კანი გეგმას „წინგადადგმულ დიდ ნაბიჯს“ უწოდებს. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კი ამას ევროს გადასარჩენად მიღებულ აუცილებელ ზომად აღწერს.
XS
SM
MD
LG