Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური თანამშრობლობისა და განვითარების ორგანიზაცია ისრაელს გასაწევრიანებლად იწვევს


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ დღეს განაცხადა, რომ თავის რიგებში გასაწევრიანებლად მიიწვია ისრაელი - პალესტინელთა მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების მიუხედავად. ისრაელთან ერთად გაწევრიანების წინადადებით მიმართეს სლოვენიას და ესტონეთს. ეს ორგანიზაცია მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის გატარებული პოლიტიკის კოორდინირებას ახდენს. მასში მსოფლიოს სიმდიდრის 60 პროცენტის მფლობელი ქვეყნები შედიან. ორგანიზაცია გაწევრიანების წინადადებით სწრაფად მზარდ ეკონომიკებს მიმართავს ხოლმე. ისრაელის ფინანსთა მინისტრი მისი ქვეყნის მიერ მიღებულ წინადადებას „ისტორიულ წარმატებას“ უწოდებს. პალესტინელთა მომხრე ჯგუფები კი აცხადებენ, რომ მიწვევის გაგზავნით ორგანიზაციამ უღალატა ადამიანის უფლებების პრინციპს - ისრაელის მხრიდან დასავლეთის სანაპიროს ოკუპაციის და პალესტინელთა მოპყრობის გამო.
XS
SM
MD
LG