Accessibility links

ბრიტანეთში პარტიების ლიდერები ახალი მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ


ბრიტანეთის კონსერვატიული და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების ლიდერები მესამე დღეა განაგრძობენ მოლაპარაკებებს ახალი მთავრობის ფორმირების თაობაზე - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მთავრობის შექმნისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. ყველაზე მეტი ხმა კონსერვატორებს ერგოთ - თუმცა მთავრობის შექმნისთვის ეს მაინც არ იყო საკმარისი. ამის გამი ისინი ახლა მესამე ადგილზე გასულ ლიბერალ-დემოკრატებთან ცდილობენ კოალიციის შექმნას. 13-ტ წლიანი მმართველობის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნის ლეიბორისტული პარტია 6 მაისის არჩევნებზე მოპოვებული ხმათა რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა. ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა, ნიკ კლეგმა დღეს თქვა, მოლაპარაკება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, გაურკვევლობა დიდი ხნის მანძილზე რომ არ გაგრძელდესო. ბრაუნი, რომელიც ჯერჯერობით თავის თანამდებობაზე რჩება, აცხადებს, რომ ლიბერალ-დემოკრატებთან კოალიციის შექმნას ისიც შეეცდება - თუკი კონსერვატორებთან მათი მოლაპარაკება არ მოიტანს შედეგს.
XS
SM
MD
LG