Accessibility links

logo-print

სომხეთი საქართველოს გაზის მიწოდების ხელოვნურად შეფერხებაში ადანაშაულებს


ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება, რომელიც საქართველოში 28 აპრილს ჩამოწოლილი მეწყრით მაგისტრალურ გაზსადენ „ჩრდილოკავკასია - ამიერკავკასიის" დაზიანების გამო შეწყდა. სომხეთში ამბობენ, რომ საქართველომ უკვე დაასრულა აღდგენითი სამუშაოები - თუმცა საქართველო აცხადებს, რომ გაზსადენის რემონტი კვლავაც გრძელდება. კომპანია „არმროსგაზპრომის“ პრეს-მდივანი, შუშან სარდარიანი აცხადებს, რომ მისი კომპანიის ინფორმაციით, სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა დასრულებულია - თუმცა სომხეთს გაზი გაურკვეველი მიზეზების გამო კვლავაც არ მიეწოდება. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით კი 6 მაისს გაზსადენის შემოწმებამ ცხადყო, რომ გაზსადენს დაზიანებები რამდენიმე ადგილას აღენიშნება, დუშეთის რაიონთან მდებარე სოფლების ახლოს.
XS
SM
MD
LG