Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი მზად არის, მიეცეს ირანს კიდევ ერთი შანსი


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კეტრინ აშტონმა განაცხადა, რომ ის მზად არის მისცეს ირანს კიდევ ერთი შანსი პირდაპირი მოსალაპარკებისა. თურქეთმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს როგორც არამუდმივი წევრი, გასულ კვირაში წინადადება წამოაყენა, რომ ევროპის კავშირს კიდევ ერთხელ შეეძლო ეცადა, მიეღწია კომპრომისისთვის თეირანთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ახალი სანქციები თეირანის მიმართ. ეშტონის თანახმად, თუკი ირანს სურს ბირთვული იარაღის შესაძლებლობის გარშემო ნამდვილი მოლაპარაკება, ის მზად არის ამაზე იმსჯელოს კოლეგებთან „სამი პლუს სამი ფორმატში“, რაც ევროპის კავშირიდან საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს და ასევე რუსეთს, ჩინეთს და აშშს გულისხმობს. აშტონი ცდილობს შეხვდეს ირანის ბირთვული უწყების ხელმძღვანელს, საედ ჯალილის.
XS
SM
MD
LG