Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აშშ-ს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას 14 ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა დღეს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ავღანეთის საზღვართან აშშ მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად. პაკისტანის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა თანახმად, აშშ უპილოტო თვითმფრინავიდან სულ ცოტა 12 რაკეტა იყო გაშვებული იმ შენობებისა და მანქანების მიმართულებით, რომლებსაც, სავარაუდოდ, მეამბოხეები იყენებდნენ. მოკლულთა ვინაობა დადგენილი არ არის. აშშ ხელისუფლების თანახმად, გამომძიებლები თვლიან, რომ 1 მაისს ნიუ იორკში დაგეგმილი ტერაქტის უკან პაკისტანის სასაზღვრო რაინში მოქმედი მეამბოხეები დგანან.
XS
SM
MD
LG