Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ვაშინგტონში სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან სადილს დაესწრო. ავღანეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში ოთხი დღით არის მიწვეული ვიზიტის მიზანი ბოლო დროს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გარკვეულად შელახული ურთიერთობის გამოსწორებაა. კარზაი პრეზიდენტ ობამას ოთხშაბათს შეხვდება. ავღანეთის მთავრობა წუხს იმის გამო, რომ თალიბანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება, აშშ-ს კი ავღანეთში კორუფციისა და სუსტი მმართველობის საკითხები აშფოთებს. მოელიან, რომ მოლაპარაკებები შეეხება ”ლოია ჯირგას” - ავღანეთის დიდ კრებას, რომელიც 29 მაისიდან დაიწყება ქაბულში და რომელზეც ავღანელები შეეცდებიან გამონახონ გზები თალიბანის მონაწილეობით მოლაპარაკებების გასამართავად. აშშ ელჩმა ავღანეთში კარლ ეიკენბერიმ ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ და ავღანეთის მთავრობები თანხმდებიან პირობებზე, რომლებიც თალიბანის მებრძოლებმა წინააღმდეგობის მოძრაობის დატოვებისთვის უნდა შეასრულონ: ”ვფიქრობ, ჩვენს მთავრობებს შორის უკვე გარკვეულია თუ რა ზოგადი პრინციპები უნდა იყოს დაცული ავღანეთში შერიგების პროცესში. ეს პრინციპები, ვფიქრობ, კარგად არის ცნობილი”. ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, პრინციპები მოიცავს ძალადობის დაგმობას, კავშირების გაწყვეტას ალ-ყაიდასა და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან და ავღანეთის კონსტიტუციის აღიარებას.
XS
SM
MD
LG