Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში უშიშროების ძალები საგანგებო რეჟიმში იმყოფებიან


ერაყის უშიშროების ძალები საგანგებო რეჟიმში იმყოფებიან აფეთქებების სერიის შემდეგ, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დაიჭრა დაახლოებით 350 ადამიანი. ორშაბათს მომხდარი თავდასხმა იყო ყველაზე სისხლიანი მიმდინარე წელს. ერაყში შეიარაღებულ პირთა თავდასხმებს და აფეთქებებს გუშინ ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ორი მანქანა აფეთქდა და სასწრაფო დახმარების მუშაკებზე თავდასხმა მოხდა ბაღდადიდან სამხრეთაღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰილაში - რასაც 45-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და დაახლოებით 140-ზე მეტის დაჭრა მოჰყვა. სისხლიანი თავდასხმები მოხდა ჩრდილოეთის ქალაქ მოსულშიც.
XS
SM
MD
LG