Accessibility links

კემეროვოს ოლქში მაღაროში აფეთქების მსხვერპლის რაოდენობა 43-მდე გაიზარდა


კემეროვოს ოლქში ”რასპადსკაიას” მაღაროში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. 39 დაღუპული ამოცნობილია. დღეს დილით საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ოპერატიულ შტაბში ითქვა, რომ 47 მაღაროელის ბედი უცნობია. ქალაქ მეჟდურეჩენსკში მდებარე მაღაროში 9 მაისს ოთხი საათის ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა. მეორე აფეთქება გაცილებით ძლიერი იყო და მაშინ მოხდა, როცა მაღაროში 19 მაშველი ჩავიდა. ყველა მათგანი დაიღუპა. კემეროვოს ოლქში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი, რომელიც დაზარალებული ოჯახების დახმარების კომისიას ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG