Accessibility links

logo-print

პეტერ სემნები საქართველოში არჩევნების წინ არსებულ ვითარებას ეცნობა


თბილისში 4 დღიანი ვიზიტით იმყოფება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არსებულ ვითარებას ეცნობა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ, სემნებიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 30 მაისის არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს საღამოს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს შეხვდება. ინფორმაციას არჩევნების წინ არსებული ვითარების შესახებ პეტერ სემნები ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან მიიღებს. თბილისში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას პეტერ სემნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების საკითხზეც იმსჯელებს
XS
SM
MD
LG