Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი აცხადებს, რომ მამისონის უღელტეხილზე სასაზღვრო საგუშაგო გახსნა


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ დღეს კვლავ განაცხადა, რომ მამისონის უღელტეხილზე მდებარე ყოფილ მეტეოსადგურში სასაზღვრო საგუშაგო გახსნა. სამმართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრ სოლოდმა რუსულ სააგენტოებს უამბო, რომ მესაზღვრეები 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე 8 საათის განმავლობაში ადიოდნენ და ამჟამად უზრუნველყოფილნი არიან როგორც საზღვრის დასაცავად, ასევე მეტეოსადგურში ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ მამისონის უღელტეხილზე რუსული საგუშაგოს გახსნა ორშაბათს უარყო.

მამისონზე სასაზღვრო საგუშაგოს გახსნის ინფორმაციას სარწმუნოდ არ მიიჩნევს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი. მისი თქმით, მამისონის უღელტეხილი დათოვლილია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ ასასვლელად რუსეთს სპეციალური ტექნიკა გამოეყენებინა. ”თუ რუსებს მესაზღვრეებს ნაცვლად ალპინისტები ჰყავთ, არ ვიცი, მაგრამ იქ ფიზიკურად მისვლა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან” - განაცხადა დღეს იაკობაშვილმა

”ალიანსი საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მამისონზე არსებულ რეალურ ვითარებას მოსახლეობას უმალავს. ალიანსის წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ თბილისში გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლება 18-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის დაკარგვაში დაადანაშაულა. საგანელიძის თქმით, სირცხვილია, როდესაც სასაზღვრო პოლიცია რეალურად არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და ავრცელებს აბსურდს, რომ დიდთოვლობის გამო, მამისონის უღელტეხილზე ასვლა შეუძლებელია
XS
SM
MD
LG