Accessibility links

logo-print

კეტრინ ეშტონმა გაარცელა განცხადება სამხრეთ კავკასიის და ევროკავშირის ურთიერთობის თაობაზე


ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში უზენაესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმა, დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის მიესალმება ათ მაისს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს შორის ასოცირების სამომავლო შეთანხმების გარშემო მოლაპარაკების პრინციპების მიღებას. ეშტონის თქმით, ეს ნიშანია ევროკავშირის მყარი პოზიციისა, რომ უნდა გაღრმავდეს ურთიერთობა ევროკავშირსა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს შორის, რაც ეფუძნება საერთო ფასეულობების და პრინციპებს, მათ შორის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას.
2009 წელს დაწყებული აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამა ჩარჩოა, რომლის მიზანი სამხრეთი კავკასიის და ევროკავშირის ურთიერთობის ახალ დონეზე აყვანაა.
XS
SM
MD
LG