Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის უბირთვო ზონად გამოცხადების წინადადებით გამოვიდა


რუსეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის უბირთვო ზონად გამოცხადების წინადადებით გამოვიდა. დმიტრი მედვედევმა ამის შესახებ განაცხადა დამასკში, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან მოლაპარაკების შემდეგ პრეს-კონფერენციაზე. ორივე პრეზიდენტის პირობით, მათი მთავარი ყურადღება არაბთა და ისრაელს შორის კონფლიქტის მოგვარებას დაეთმობა. მედვედევმა მოუწოდა აშშ-ს, ითამაშოს უფრო აქტიური როლი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. მისი თქმით, რეგიონში ვითარება გაუარესდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ემხრობა პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც შეძლებს ისრაელთან თანაარსებობას. პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ სხვათა შორის განიხილეს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი. მათ მოუწოდეს თეირანს, დაიცვას გაუვრცელებლობის პრინციპები. ორმხრივ განცხადებაში ლაპარაკია ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე.
XS
SM
MD
LG