Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მზად არის შეხვდეს ევროკავშირის კეტრინ ეშტონს


ირანი მზად არის შეხვდეს ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოები საკითხებში უზენაეს წარმომადგენელს, კეტრინ ეშტონს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა განაცხადა. შეხვედრის თარიღი და ადგილი ჯერ არაა ცნობილი. ირანელი დიპლომატის თქმით, თეირანი მზად არის მოუსმინოს ეშტონს, მაგრამ ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებას აპირებს მხოლოდ ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან. ეშტონმა ორშაბათს განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს ირანის წარმომადგნელს ბირთვულ სფეროში მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG