Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკება გრძელდება


ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მმართველი კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკება საპარალმენტო არჩევნების შედეგად მესამე ადგილზე გასულ ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიასთან წარმატებას ვერ აღწევს. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის განცხადებით, ამ ორ მხარეს შორის მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში, გზა გაეხსნება ლიბერალ-დემოკრატების შეთანხმებას კონსერვატორებთან. კონსერვატორები, ისევე როგორც ლეიბორისტები, ცდილობენ ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნაზე მოელაპარაკონ ლიბერალ-დემოკრატებს, რადგან არჩევნების შედეგად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვეს კოალიციური მოკავშირის გარეშე უმრავლესობის მთავრობის შესაქმნელად. ლიბერალ-დემოკრატებსა და კონსერვატორებს შორის მოლაპარაკება ჯერ კიდევ გრძელდება.
XS
SM
MD
LG