Accessibility links

აშშ პირობას დებს, რომ მხარში ედგება ავღანეთს


შეერთებულმა შტატებმა დღეს პირობა დადო, რომ მხარში ედგება, არ მიატოვებს ავღანეთს, რომლის პრეზიდენტმაც დღეს დაიწყო ვაშინგტონში ვიზიტი. დღეს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეხვდა. იმ საკითხებს შორის, რომლებსაც ავღანეთის დელეგაციისა და ამერიკელი ოფიციალური პირების მოლაპარაკებებზე განიხილავენ, არის ავღანელების შეშფოთება მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გამო, რაც თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს ახლავს. კლინტონმა დღეს განაცხადა, რომ ვაშინგტონს გრძელვადიანი მხარდაჭერა აკავშირებს ქაბულთან და რომ ორ მხარეს შორის აზრთა სხვაობა მათ შორის განხეთქილებას არ ნიშნავს. კლინტონის თქმით, შეერთებული შტატები არ მიატოვებს ავღანელ ხალხს.
XS
SM
MD
LG