Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ამ პოსტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა


გორდონ ბრაუნმა გააკეთა განცხადება, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ. ის დედოფალთან მიდის, რათა ოფიციალურად შეატყობინოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ და რეკომენდაცია გაუწიოს კონსერვატორების ლიდერ დევიდ კამერონს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. გორდონ ბრაუნის გადადგომა მოჰყვა ხუთშაბათის საპარლამენტო არჩევნებს, რომელთა შედეგადაც ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა საპარლამენტო მანდატების ნახევარზე მეტი უმრავლესობის მთავრობის კოალიციური პარტნიორების გარეშე შესაქმნელად. თუმცა, ყველაზე მეტი ხმა კონსერვატორების ერგოთ. არჩევნების შემდეგ კონსერვატორებიც და გორდონ ბრაუნის ლეიბორისტებიც (ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ) ცდილობდნენ ლიბერალ-დემოკრატებთან კოალიციის შექმნაზე ერთსულოვნების მიღწევას. გორდონ ბრაუნის გადადგომის ფონია კოალიციის შესახებ კონსერვატორებისა და ლიბერალ-დემოკრატების მოლაპარაკება, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, წარმატებით დასრულდება. გორდონ ბრაუნი 2007 წელს გახდა პრემიერ-მინისტრი, როცა ამ პოსტზე ტონი ბლერი შეცვალა.
XS
SM
MD
LG